Startup Beats

მარცხი, როგორც წარმატების რეცეპტის ინგრედიენტი – ტექნოპარკში ,,Startup Beats”- ის სტუმარი დავით გოგიჩაიშვილი იქნება

25 იანვარს, 19:00 საათზე ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა # 7) პროექტ Startup Beats – ის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა გაიმართება.

მარცხი, როგორც წარმატების რეცეპტის ინგრედიენტი – Startup Beats-ის სტუმარი ბიზნესკონსულტანტი და ტრენერი დავით გოგიჩაიშვილი იქნება.

ჩვენი სტუმარი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ისაუბრებს ინოვაციის აუცილებლობაზე მენეჯმენტში, ქართველი ინოვატორების გამოწვევებზე, სირთულეებსა და წინააღმდეგობებზე, როგორც წარმატების აუცილებელ ინგრედიენტზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება.

პროექტი Startup Beats – ი ინოვაციების სააგენტოს პროექტია, რომლის მიზანია საქართველოში არსებულ სტარტაპებს გამოცდილება სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულმა და გამოცდილმა ადამიანებმა გაუზიარონ. პროექტის მიზანია საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის ხელშეწყობა.

დასწრება თავისუფალია!

თარიღი

25 იან 2018

დრო

19:00 - 21:00

ფასი

უფასო

მდებარეობა

საკონფერენციო დარბაზი
ტექნოპარკი საქართველო, თბილისი, საქართველო

ამინდი

მოღრუბლულობა
0 °C
ქარი: 6კმ/სთ
ტენიანობა: 1 %
ხილვადობა: 5კმ
QR Code